ავტორი:

"ხვალ დილამდე ეს სამარცხვინო ხელისუფლება სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს" - ნიკა გვარამია

"ხვალ დილამდე ეს სამარცხვინო ხელისუფლება სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს" - ნიკა გვარამია

ხვალ დილამდე ეს სამარცხვინო ხელისუფლება სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის ქვეყანაში ყველაფრის დასასრული.

"თუ რამე მითი არსებობდა ქართულ დემოკრატიაზე დასრულებულია ეს მითი. ეს არის მკვლელობა. ყველა ჟურნალისტი ვინც დაშავდა ხელისუფლების ხელიდან არის მოკლული. მე ერთადერთ გამოსავლას ვხედავ - ხვალ დილამდე ეს სამარცხვინო ხელისუფლება, მკვლელების დიქტატურა, სრული შემადგენლობით ეს მთავრობა უნდა გადადგეს. ვინც არის ამაში ჩარეული, ვინც არ არის, სრული შემადგენლობით სუს-ი, მთავრობა უნდა გადადგნენ. საზოგადოებაში უნდა დაიწყოს პროცესები ქვეყნის გაჯანსაღების" , - განაცხადა გვარამიამ.

ასევე, გვარამიამ დღეს, 18:00 საათზე მედიის სოლიდარობის აქციაზე საზოგადოებას მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "თუ დღეს ჩვენი სოლიდარულები არ იქნებით, ეს იქნება პასუხი, რომ ჩვენ არავის არ ვჭირდებით და ჩვენი მუშაობა არ არის საჭირო".

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"