ავტორი:

"არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ ასე სათითაოდ დაგვიხოცავენ ადამიანებს... მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად დავდგები" - სააკაშვილი

"არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ ასე სათითაოდ დაგვიხოცავენ ადამიანებს... მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად დავდგები" - სააკაშვილი

მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები, არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებს და თუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, ახლა, ან გაიღვიძებს საქართველო, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება.

ამასთან, ის მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ ქართული მედიის გვერდით დადგნენ.

„ლექსოს სიკვდილზე და ყველაფერზე, რაც ხდება - საქართველო არის პირდაპირ საექსპერიმენტო მოედანი რუსული ჰიბრიდული ომის და ფინთი გოიმებივით აგდებენ ხან ერთ ჯგუფს მოსახლეობის, ხან მეორე ჯგუფს. ეს თემები, რომ ევროპა არის გარყვნილება და უბედურება - სრული სისულელე, ის თემები, რომ ჟურნალისტები ამის პროპაგანდირებას ახდენენ - ჟურნალისტები აშუქებენ იმას, რაც არის, ის თემები,რომ ის სისხლიანი ცხრა წელი, რომელიც ასევე ფინთი გოიომებივით ჭამეთ ძალიან ბევრმა - ეს ყველაფერი ნუთუ ვერ ხვდებით, რომ არის ის რუსული ჰიბრიდული ტექნოლოგიები, რომლებსაც ამდენი წელი ხმარობენ, ამდენ ქვეყანაში.

პუტინმა პირადად გამოაცხადა, რომ მართლმადიდებლობა არის მათი მთავარი იარაღი და სამწუხაროდ, იმ პირობებში, როცა მე ვარ ამ ეკლესიის შვილი და ძალიან ბევრი ღირსეული მამაო გვყავს, პირდაპირ ჰყავთ აგენტურა.

ან საქართველო გაიღვიძებს, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩემს, ჩვენს მომხრეს, დადგეთ ქართული მედიის და ქართული თავისუფლების ირგვლივ. იმიტომ, რომ ის რაც დაემართა ლექსოს, ეს შეიძლება დაგვემართოს თითოეულს. მეგობრებო ჩვეულებრივად ვართ გადაყვანილი განადგურების რეჟიმში, ჩვეულებრივად ოკუპანტი ქვეყანა იყენებს იმას, რასაც იყენებს ბევრ სხვა ქვეყაანში და ყველაზე მეტად წარმატებით რატომღაც საქართველოში იყენებს. ყველამ გამოვიღვიძოთ და ვთქვათ, რომ საქართველო საჭიროებს გადარჩენას იმიტომ, რომ ადამიანიც აღარ იქნება მისი გადამრჩენელი, ან გაიქცევა ქვეყნიდან ან ყველას დახოცავენ. მეგობრებო ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები, არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებს და თუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ ადამიანებს, აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს“, - აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"