ავტორი:

"ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას!" - კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართება

"ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას!" - კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართება

დღეს, 20:30 საათზე მთავრობის კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები აქციას - „ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას!“ გამართავენ.

ისინი 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს გააპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"არ მიიღება ღარიბაშვილის ფარისევლური სამძიმარი და ფარისევლურად გადმოგდებული ცრემლები..." - გიგი უგულავა

"ბატონო ღარიბაშვილო! თქვენ ვერ მიხვალთ საარჩევნო კამპანიამდე, მე ამას გპირდებით" - მამუკა ხაზარაძე

"სასწრაფო წესით მოხდეს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა - სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება" - მამუკა ხაზარაძე