ავტორი:

შსს-მ "სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა - ის მოძალადე ჯგუფების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია

შსს-მ "სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა - ის მოძალადე ჯგუფების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია

შსს-მ "სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მოძალდე ჯგუფების ერთ-ერთი აქტივისტი დავით კუტალაძეა, რომელიც სოციალურ ქსელში სიძულვილის რიტორიკით სავსე ვიდეოჩანაწერებს საკმაოდ ხშირად აქვეყნებს, განსაკუთრებით აქტიურობდა "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია "სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

"დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აღნიშნავენ შსს-ში.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

"ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში მას სხვადასხვა საგნით აწამებდნენ.." - ჯგუფური ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 1 პირია დააკავებული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?