ავტორი:

"ღარიბაშვილო, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ" - ინგა გრიგოლია

"ღარიბაშვილო, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ" - ინგა გრიგოლია

"ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ", - ასე მიმარათა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც პარლამენტთან ცოტა ხნის წინ მივიდა, პრემიერ-მინისტრს.

ჟურნალისტი კოლეგებთან ერთად პარლამენტში შესვლას ითხოვს.

ინგა გრიგოლიას თქმით, პრემიერ-მინისტრი მოძალადეა.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენც ხომ სააკაშვილს დაგვაკავშირა. მოდი, ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ. დამიჭირე, მე კი დავუმტკიცებ მთელს ქვეყანას და ყველას, რომ შენ ხარ მოძალადე და რომ თქვენს ძალადობას შეეწირა ჩვენი კოლეგა. მოვედით, აქ ვდგავართ და დაგვიჭირე“, - განაცხადა გრიგოლიამ.