ავტორი:

"უფალი ნიჭია სიყვარულისა, ამათ ეს ნიჭი არ გააჩნიათ. მოდით ახლა და ჩამქოლეთ. რად გინდათ ჰექტრობით მიწები?! შპს არის ეს, მეტი არაფერი" - მეუფე იაკობს მოქალაქე დაუპირისპირდა

"უფალი ნიჭია სიყვარულისა, ამათ ეს ნიჭი არ გააჩნიათ. მოდით ახლა და ჩამქოლეთ. რად გინდათ ჰექტრობით მიწები?! შპს არის ეს, მეტი არაფერი" - მეუფე იაკობს მოქალაქე დაუპირისპირდა

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს ქადაგების შემდეგ, ტაძარში მყოფი მრევლიდან ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა და მან ყველას თანდასწრებით საპატრიარქოს მანკიერებებზე ილაპარაკა.

"ასეთი ქადაგებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ?! ასეთი ქადაგებით შეიძლება თავისუფლება მოვიპოვოთ?! დემოკრატია მოვიპოვოთ?! კარგად მოიქცნენ საპატრიარქოს წევრები?! ეს ქადაგება არ არის, ეს ერის უკან სვლაა, მეტი არაფერი. მოდით, ჩამქოლეთ ახლა ყველამ, მომისიეთ ეს ხალხი. რა გინდათ ჟურნალისტებისგან, რა გინდათ ამ ადამიანებისგან? ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის სიყვარულისკენ სწრაფვა, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა. ეს მიწასთან გასწორებაა ყველაფრის, ეს არის ბიზნესი, ეს არის ადამიანები სულის ჩახშობა, მეტი არაფერი.

გულისწყრომა გამოიწვია ყველაფერმა, რაც ამ სოფელში ხდება, რაც საქართველოში ხდება, აი, ამ ადამიანის სიკვდილმა, ჟურნალისტებზე ასე საუბარმა, პოლიტიკოსებზე ასე საუბარმა. სად იყო საპატრიარქო, რატომ მოუწოდებდნენ მღვდლები (ძალადობისკენ), მოდით და ჩამქოლეთ ახლა. მე თვითონ ჟურნალისტი ვარ, გაუსაძლისი გახდა ამ სოფელში ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი მიწასთან გაასწორეს, წაართვეს ხალხს მიწები. ყველაფერი, ჰექტრობით მიწები...

თქვენი სოფელი აქ არ არის, თქვენი ქალაქი აქ არ არის, იქ არის თქვენი სოფელი, იქ უნდა იბრძოდეთ, იქ, რომ იქ დაიმკვიდროთ სასუფეველი. მე ვერ ვხედავ აქ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო, ყარს და თქვენ არ გინდათ რომ გასუფთავდეს ამ სუნისგან?!

მე ჩემი ცხოვრება მივუძღვენი წმინდა ნინოს ცხოვრებას, მე ყოველთვის ვქადაგებ იმას, რომ რწმენა არის ჭეშმარიტი სიყვარული და მეტი არაფერი. მე ამას აქ ვერ ვხედავ, იძულებული ვარ, თავი მოვიკლა უკვე, ჩემი ოჯახი მიწასთან გაასწორეთ. ამ იღუმენიას აქ მოსვლის შემდეგ დაიწყო ბიზნესები, აქ იყო დედა იოანა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ სოფელში ადამიანებს მშვიდად ეცხოვრათ, აი, ამ ქალის აქ მოსვლის შემდეგ დაიწყო ბიზნესები, რად გინდათ ამდენი ჰექტრობით მიწები? შპს არის ეს, შპს, მეტი არაფერი.

ღმერთი სიყვარულია, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, უფალი არის სიყვარული, ნიჭია სიყვარულისა და ამათ სიყვარულის ნიჭი არ გააჩნიათ. მოდით ახლა და ჩამქოლეთ. დღეს თუ არა, ხვალ ჩამქოლავთ", - მიმართა მოქალაქემ მეუფე იაკობსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს.

აშშ-ის ნაჩუქარი "ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში  24 ივლისს  შემოვა

საქართველოში ვაქცინირებულთა შორის ქალები ჭარბობენ - ნახეთ, როგორია პროცენტული მაჩვენებელი კვლევიც მიხედვით

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, Amazon-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობებზე ესაუბრა