ავტორი:

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ - ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ - ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ. შეკრებილები სკანდირებენ - "მონებო", "მკვლელებო" და "წადით".

ადგილზე მისულმა "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სამართალს ითხოვენ.

"ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ, ვითხოვთ სამართალს", - აღნიშნა გვარამიამ.

მისი თქმით, ვინც იძალადეს მედიაზე,ისინი ციხეში უნდა წავიდნენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გადმოინაცვლეს "ოცნების" ოფისთან, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს" - ევროკომისია

"გაიმართება დიდი აქცია, გავაჩერებთ ყველაფერს" - მედიის ორგანიზებით, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია 17 ივლისს გაიმართება

"აქამდე მიგვიყვანა იმან, რომ 5 ივლისს შსს და სახელმწიფო გამქრალი იყო თბილისის ქუჩებიდან" - ალეკო ელისაშვილი ტელევიზიების გათიშვაზე