ავტორი:

"საზოგადოებამ, მთელი ქვეყნის მაშტაბით - გადმოკიდოს დროშები სამგლოვიარე ლენტებით, შავი ლენტები მიაკრას ფანჯრებზე, აივნებზე..." - რას წერს ლაშა ბაქრაძე

"საზოგადოებამ, მთელი ქვეყნის მაშტაბით - გადმოკიდოს დროშები სამგლოვიარე ლენტებით, შავი ლენტები მიაკრას ფანჯრებზე, აივნებზე..." - რას წერს ლაშა ბაქრაძე

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას გლოვისა და პროტესტის საჯაროდ გამოხატვისკენ მოუწოდებს.

"მხოლოდ პარლამენტის წინ დგომას შედეგი არ მოაქვს.

თუ გლოვაა მოკლული ადამიანის გამო - მთელ ქვეყანაში უნდა იყოს. რაც მოხდა, არაა ერთი კონკრეტული კაცის მკვლელობის ამბავი, როგორც ეს თეთრწვერა ანტონას სურს. სახელმწიფოში დროშები ჩამოშვებული უნდა იყოს გლოვის ნიშნად და შავი ლენტით შემკული. საზოგადოებამ, რომელსაც ადარდებს, რაც ხდება - ხელისუფლებას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ თვითონ მთელი ქვეყნის მაშტაბით - გადმოკიდოს დროშები სამგლოვიარე ლენტებით ან უბრალოდ მხოლოდ შავი ლენტები მიაკრას ფანჯრებზე და აივნებზე, გაიკეთონ სამკლაურები და ან მკერდზე დაიბნიონ შავი ბაფთები. გლოვა და პროტესტი ქვეყნის მაშტაბით უნდა ჩანდეს და არა ერთ მტკაველზე პარლამენტთან. უნდა ჩანდეს, ვის ადადრებს ქვეყნის მომავალი და ვის არა".

იგივე პოზიცია აქვს მწერალ ლაშა ბუღაძეს, მან დღეს პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, მედიას თხოვნით მიმართა, გარდაცვლილი ოპერატორის დაკრძალვის დღე გლოვის დღედ გამოაცხადონ.

როგორც ბუღაძემ განაცხადა, სახელმწიფოს რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ხვალ გლოვის დღე სახელმწიფო მასშტაბით უნდა ცხადდებოდეს.

„ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ამ სახელმწიფოს, ხვალ ჩვენი გმირი ოპერატორის დაკრძალვის დღე, გლოვის დღედ უნდა იყოს გამოცხადებული, სახელმწიფო დროშები დაშვებული უნდა იყოს და ჩვენ ვაცხადებდეთ სახელმწიფო გლოვას. მივმართავ მედიას, რადგან ამათი იმედი არავის არ გვაქვს - ხომ მოვისმინეთ რაც თქვა ივანიშვილის ბოროტმა მარიონეტმა და კარიკატურამ, რომ წამოცდა კიდეც - დაისაჯაო, დაღუპვის მაგივრად და გაამჟღავნა, რომ ეს მათი მხრიდან დასჯა იყო ჟურნალისტების. მედიას ვთხოვ, ხვალ ჩვენ გამოვაცხადოთ გლოვის დღე ტელეეკრანებიდან, ვინაიდან ჩვენ ვიცით, ეს რამხელა ტრაგედიაა. ზოგიერთები ცხვირს იბზუებენ, რომ ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. დიახ, მეგობრებო, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, ოღონდ სიკეთესა და ბოროტებას შორის“, - განაცხადა ბუღაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველი“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?

"მე და ჩემი ბიძაშვილები, ჩემი ოჯახის პატრიარქთან ერთად... 40 წლის წინ და გუშინწინ..." - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

"ჯანსუ-ღა"-თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში... ახსოვს მამას სამეგობროს თქვენს მიმართ ჯანსუღის ნასროლი რეპლიკა: "ამაშუკელი, ტ…კი დააყე, თამაშს უკელი" - თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელს მიმართავს