ავტორი:

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს

ექსპერტი გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს ეხმაურება, სადაც ლექსო ლაშქარავს ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის პირველადი დასკვნა და გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვეს.

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი". ორჯერ გამოიყვანა ზედოზირების კომიდან, მთელი ქალაქი მოატარა "განგრეულ კაიფში" მყოფი ციცქნა მოპედის უკანა სკამით და ამის შემდეგ მის ყურადღებას მოკლებული ლექსო ზედოზირებით გარდაიცვალა… სირცხვილია", - წერს ხუხაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოპოვებული ვიდეო მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, რომ ალექსანდრე ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს მეგობართან ერთად ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებები ჯერ შეიძინა, შემდეგ მოიხმარა, რის შედეგადაც ზედოზირების გამო ორჯერ გახდა ცუდად.

ამის შესახებ უწყებაში განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გააკეთა და მედიას შესაბამისი ვიდეო მასალა წარუდგინა.

„ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს დეტალურად, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და 112-ის ზოგადი ხედის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას შემდეგი: ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ მეგობართან ერთად ბახტრიონის ქუჩაზე 15:31 საათზე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთდჯერადი გამოყენების შპრიცებს. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შემდეგ მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში 16:31 წუთზე ფიქსირდება. ფონიჭალაში ორჯერ ჩადის. პირველად გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალისკენ, სადაც ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს. აღნიშნულის შემდეგ კვლავ მეგობართან ერთად ბრუნდებიან ფონიჭალის დასახლებაში. ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე 19:41 წუთზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

ჩვენებების მიხედვით ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გამო ხდება ცუდად და მისი მეგობარი ცდილობს დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი, ვერ ახერხებს ამას და მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეო-მასალაზე, სადაც მისი მეგობარი ითხოვს პრეპარატ ნარკანს, რადგან მისი მეგობარი გამოიყვანოს ნარკოტიკების ზედოზირებისგან, რაც ასევე ასახულია და ვიდეო კადრებში ისმის ხმა. ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ლაშქარავას მიყვანას და თავად ბრუნდება მასთან, სადაც ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების გამო მის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებით იკვეთება და მოჰყავს გონებაზე. შემდეგ ერთად, მოპედის საშუალებით 23:16 საათზე ბრუნდებიან „დედაენის ბაღში“, სადაც მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ხდება ცუდად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება საცხოვრებელ სახლში - 00:10 წუთზე ჩანს გარე კამერებში როგორ ადის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით დილის 6:00 საათზე ოჯახის წევრები აკეთებენ შეტყობინებას სასწრაფოში, სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას“, - განაცხადა ჭელიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"