ავტორი:

"ფაიზერის“ ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა" - თამარ გაბუნია

"ფაიზერის“ ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა" - თამარ გაბუნია

"უახლოეს დღეებში შემოვა "ფაიზერის“ ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

"ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამდენად, მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე. დღეს ქვეყანაში უკვე მობილიზებულია მილიონი დოზა "სინოფარმის“ და "სინოვაკის“ ვაქცინის. ორივე ამ ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ თავიდან ავიცილოთ.

ასევე უახლოეს დღეებში შემოვა "ფაიზერის“ ვაქცინა და ექნება მოსახლეობას საშუალება, რომ "ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია. თუმცა დღეს არსებული ყველა ვაქცინის - "სინოფარმის", "სინოვაკის" ეფექტურობა დადასტურებულია. თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად, მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

"5 ივლისამდე, ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა - მიმდინარეობს კვლევა 2 შემთხვევაზე" - ამირან გამყრელიძე

ხვალიდან საქართველოში აგრილდება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების შემთხვევა 5 ივლისამდე არ გვქონია, 2 შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს"  - ამირან გამყრელიძე