ავტორი:

"ეს ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ “გაშავებას” - მიხეილ სააკაშვილი

"ეს ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ “გაშავებას” - მიხეილ სააკაშვილი

"ეს ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ “გაშავებას”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება საქართველოსთვის უდიდესი დანაკარგია.

"ლექსო ლაშქარავას ბოლო ინტერვიუს ვუყურე.

რა ნორმალური, გონიერი, ადამიანური ბიჭი ყოფილა და ასეთ ადამიანებს სწირავენ საქართველოში. თანაც, ეს მართლა ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელისაც სიკვდილის შემდეგ “გაშავებას”.

მართლა დიდი დანაკარგია საქართველოსთვის ლექსო და უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ მის დედას, მის ოჯახის წევრებს და ყველა მის ახლობელს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.