ავტორი:

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა უკანასკნელ გზაზე კამერების კორიდორით გააცილეს - ემოციური ფოტო და ვიდეო კადრები

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა უკანასკნელ გზაზე კამერების კორიდორით გააცილეს - ემოციური ფოტო და ვიდეო კადრები

ტვ “პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. ოპერატორი უკანასკნელ გზაზე, სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და ახლობლებმა ტაშით გააცილეს.

ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს და ასევე, ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და რომელიც ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 5 პირი.

სოციალურ ქსელში ემოციური კადრები გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას, 5 ივლისს მოძალადეთა ჯგუფი დაესხა თავს, რომლებიც ლექსოს სასტიკად გაუსწორდნენ და უმოწყალოდ სცემეს.

ლაშქარავა 11 ივლისს, გამთენიისას, დედამ საკუთარ სახლში, საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ამბავი სახიფათო "სიცოცხლის გზაზე", რომელიც გაყინულ ტბაზე გადიოდა - ლენინგრადის ბლოკადის დროს ის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო

"ლექსო ლაშქარავასთვის" - ირანელმა მხატვარმა გარდაცვლილ ოპერატორს ნამუშევარი მიუძღვნა

უჩვეულო იუმორით ნაშოვნი მილიონები - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ვიდეოებიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება