ავტორი:

"დაისაჯოს ყველა მოძალადე! გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!" - ამ მოთხოვნებით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეაჩერა

"დაისაჯოს ყველა მოძალადე! გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!" - ამ მოთხოვნებით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეაჩერა

"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!", - აღნიშნული მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.

კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: "ტელეკომანია პირველი“, "მთავარი არხი“, "ფორმულა“ და "კავკასია“.

ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.