ავტორი:

რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ

რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ

ზაფხულის სეზონი, მზე და რუჯი - ერთი შეხედვით უხილავი საფრთხე რეალურად, მრავალი პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. რუჯის მოყვარულ ქალბატონებს საკუთარ სილამაზეზე ზრუნვა, ხშირად, ჯანმრთელობის სანაცვლოდ უწევთ და სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად, დერმატოლოგები და დერმატო-ონკოლოგები მილიონობით პაციენტის დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვა მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კანის ნაადრევი დაბერება, პიგმენტური ლაქები, არაერთგვაროვანი კანის ფერი - ამ და სხვა მრავალი პრობლემის გამომწვევია მზის UV გამოსხივება არამხოლოდ მზიან, არამედ ღრუბლიან ამინდში. შესაბამისად, მითია, რომ მზისგან დამცავის გამოყენება მხოლოდ ზაფხულშია რეკომენდებული. იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ჩვენს კანს მზის გამოსხივების შედეგად ადგება, მხოლოდ ნაწილობრივ, ხანგრძლივი სამედიცინო და ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური ჩარევებითაა შესაძლებელი.

არსებობს რისკი იმისა, რომ UV გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს არათუ კანის ნაადრევი დაბერება, არამედ ისეთი სერიოზული გართულება, როგორიც არის რამდენიმე სახის სიმსივნური დაავადება. მათ შორის არის მელანომა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სიმსივნური დაავადებაა და მისგან განკურნების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. თავდაპირველად, მზისგან დამცავი საშუალებები UVB სხივებისგან თავის დასაცავად იყო გამოგონილი, რადგან მედიკოსები ეჭვობდნენ, რომ რამდენიმე სახის კარცინომას სწორედ აღნიშნული გამოსხივება იწვევდა. წლების შემდეგ დადასტურდა, რომ UVA სხივები, რომელიც ნაოჭების წარმოქმნასა და კანის დაბერების პროვოცირებას იწვევს, მელანომის ჩამოყალიბებასთანაც იყო კავშირში.

მზისგან დამცავის გამოყენების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება შესაბამისი უსაფრთხო პროდუქციის შერჩევა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საცხი არ იყოს გაჯერებული ისეთი ქიმიური ნივთიერებებით, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ დერმატოლოგების თქმით, ტერმინი „უსაფრთხო გარუჯვა“ არ არსებობს, რადგან კანის ფერის ცვლილება უკვე მის დაზიანებას ნიშნავს, ალბათ, მაინც შეგვიძლია, გარკვეული რისკებისგან თავი დავიზღვიოთ. რეკომენდებულია, უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ მზისგან დამცავს, რომელიც არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, ალკოჰოლს, პარფიუმს და სხვა ქიმიურ ელემენტებს.

უსაფრთხო შემადგენლობის გამო, ბოლო პერიოდში პოპულარობით სარგებლობს მინერალური მზისგან დამცავები, რომლის შესახებ სტატიებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით უკვე შეიტყობდით. ერთი კონკრეტული საცხის მაგალითზე ავხსნათ, თუ რა უპირატესობები აქვს მინერალურ მზისგან დამცავს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის:

მინერალური მზისგან დამცავი მოქმედებს ერთგვარი ფარივით და ჩვენამდე არ „უშვებს“ UV გამოსხივებას, ქიმიური კი შთანთქავს მას. აშშ-ში მკაცრად კონტროლდება ბაზარზე ისეთი ქიმიური მზისგან დამცავების მოხვედრა, რომელსაც კანი იწოვს, რადგან მათი გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში ენდოკრინოლოგიური დაავადებების გაჩენას უკავშირდება. ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ამგვარი რეგულაცია არ არსებობს, ამიტომ თუ ქიმიური შემადგენლობის წაკითხვა და სწორი დასკვნის გაკეთება არ შეგვიძლია, უმჯობესია ვენდოთ მზისგან დამცავს, რომელსაც აქვს მინერალური და არა ქიმიური ფილტრი.

ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ საცხებს შორის კი სჯობს ავარჩიოთ ისეთი, რომელსაც აქვს მაღალი დაცვა, მინიმუმ SPF 30 და წყალში მარტივად არ ჩამოიბანება. მინერალური ფილტრით დამზადებულ მზისგან დამცავებს შორის, კლინიკური კვლევებით საუკეთესო შედეგი აქვს ფრანგული ორგანული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Alphanova-ს საცხებს, რომელსაც კანის მოვლის კომპეტენტური ვლოგერები ხშირად ურჩევენ თავიანთ გამომწერებს და რეკომენდებულია ფრანგი დერმატოლოგების მიერ. Alphanova-ს მზისგან დამცავი საცხები იცავს უსაფრთხოდ და ეფექტურად, მათ შორის წყალშიც. საცხების გამოყენება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს სხვადასხვა სეზონზე. მისი მზისგან დაცვა მოიცავს საცხებს მთელი ოჯახისთვის, მათ შორის ახალშობილებისთვისაც კი და ამიტომ აღიარებულია, როგორც ფრანგი დედების # 1 არჩევანი.

კომპანია Alphanova-ს პრემიუმ ხარისხის მზისგან დამცავი საცხები „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი და ქართველმა მომხმარებელმაც უკვე შეიყვარა. Alphanova გვთავაზობს მზისგან დამცავ საშუალებას, როგორც საცხების ისე სპრეის სახით. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტები არ იტესტება ცხოველებზე. შესაბამისად, ბრენდი ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე, ზღვის ფლორასა და ფაუნაზე.

მზისგან უსაფრთხო დაცვა არამხოლოდ ქალბატონებს, არამედ მამაკაცებს და განსაკუთრებით ბავშვებს ესაჭიროებათ. დერმატოლოგები რეკომენდაციას გასცემენ, რომ აუცილებელია, მზისგან დამცავი საცხი ზრდასრულის მსგავსად, ბავშვებმაც გამოიყენონ, რადგან მათი კანი UV გამოსხივების მიმართ განსაკუთრებით მგრნობიარეა. სწორედ ეს არის ბრენდის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომ ის გვთავაზობს მზისგან უსაფრთხო დაცვის საშუალებებს როგორც ზრდასრულთათვის, ასევე ჩვილებისთვისა და მოზარდებისთვის.

კანის UV გამოსხივებისგან ეფექტურად დასაცავად და რუჯის მიღების დროს რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, გთავაზობთ Alphanova-ს სხვა რეკომენდაციებსაც:

  • მზისგან დამცავი საცხები კანზე უნდა დავიტანოთ დაახლოებით 2 მგ/1 სმ-ზე. სტატისტიკის თანახმად, კანზე ძირითადად მხოლოდ 0,5 მგ-ის დატანა ხდება, რაც UV გამოსხივებისგან თავის დასაცავად საკმარისი არ არის;
  • საცხი უნდა გამოვიყენოთ 2 საათში ერთხელ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელს დღეს მზეზე ვატარებთ. ასევე, კანზე დამცავი უნდა დავიტანოთ წყლიდან ამოსვლის შემდეგ;
  • დამცავი უნდა შევარჩიოთ კანის ფერისა და მზის ინტენსივობის გათვალისწინებით. მაგალითად, უფრო მუქ კანს შედარებით დაბალი დაცვის მქონე მზისგან დამცავი შეგვიძლია, შევურჩიოთ; თუ ინტენსიურ მზეზე გვიწევს ყოფნა, საცხი მინიმუმ SPF 30-ს უნდა შეიცავდეს;
  • ზოგადი რეკომენდაციის თანახმად, ბავშვებისთვის და მოზრდილის სახის კანისთვის რეკომენდებულია მზისგან დამცავი საცხები მაღალი დაცვით - SPF 50, 30.

ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ საცხის ვადასაც, რადგან ვადაგასული პროდუქტის გამოყენება არათუ შედეგს არ იძლევა, შესაძლოა საზიანოც კი იყოს და კანზე გარკვეული ალერგიული გართულებები გამოიწვიოს. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ კანის ჯანსაღი იერი და გაუფრთხილდეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, შეაჩერეთ თქვენი არჩევანი მინერალური წარმოშობის ფილტრზე დამზადებულ ნატურალურ და ორგანულ პროდუქციაზე UVB და UVA დაცვით, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.