ავტორი:

"ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა შეცდომაა... ეს გულს მიკლავს" - ჯორჯ ბუში

"ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა შეცდომაა... ეს გულს მიკლავს" - ჯორჯ ბუში

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ აშშ-სა და ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გაყვანა შეცდომაა.

„ვშიშობ, რომ ავღანელ ქალებსა და გოგონებს ენით აღუწერელ ზიანი მიადგებათ“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

ჯორჯ ბუშის თქმით, ის შეშფოთებულია ასევე იმ თარჯიმნებისა და სხვა ადამიანების ბედითაც, რომელებიც ავღანეთში უცხოურ ძალებს დახმარებას უწევდნენ და რომლებიც სასტიკი ადამიანების პირისპირ აღმოჩნდებიან. „ეს გულს მიკლავს,“ - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ჯორჯ ბუშმა ავღანეთში ამერიკული ჯარი 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გაგზავნა.