ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

რამდენიმე წუთის წინ მან ერგნეთში ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა. მას ადგილზე დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ერგნეთში იყმოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

„კარგად ვარ არ ველოდებოდი ნამდვილად, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდით დგომით ყველაფერი კარგად დამთავრდა... მივესალმები აქედან ოჯახს... დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ და სხვა დროს უფრო მეტს მოვყვები" - აღნიშნა ჟურნალისტებთან გახელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს 8 მაისს შეხვდა. პრემიერმა განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კორონავირუსით დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა

"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!" - რა მიმართვას უგზავნის ცერცვაძე ჭიაბერაშვილს

"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა