ავტორი:

"ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით მქონდა" - ბუშის თქმით, საუბარი NATO-ს შეეხებოდა

"ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით მქონდა" - ბუშის თქმით, საუბარი NATO-ს შეეხებოდა

ანგელა მერკელსა და მე გარკვეული უთანხმოებებიც გვქონდა, ერთ-ერთი უდიდესი უთანხმოება იყო, უნდა მიეღო თუ არა საქართველოს ნატო-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერს ამ საკითხთან დაკავშირებით ურყევი პოზიცია ჰქონდა და მიიჩნევდა, რომ ამის გაკეთება სწორი არ იყო.

"ანგელა მერკელსა და ჩემს შორის გარკვეული უთანხმოებებიც არსებობდა. ერთ-ერთი უდიდესი უთანხმოება იყო, უნდა მიეღო თუ არა საქართველოს ნატო-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურა. მას ძალიან ურყევი პოზიცია ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. მე კი მივიჩნევდი, რომ ამის გაკეთება სწორი იყო“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა

რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემაშფოთებელი მოვლენები გრძელდება" - მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ