ავტორი:

"დადგება დრო, როცა საქართველოში ძირითადად "ინდური შტამი” იქნება გავრცელებული - ეს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე

"დადგება დრო, როცა საქართველოში ძირითადად "ინდური შტამი” იქნება გავრცელებული - ეს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე

დღეს საქართველოში დომინანტი ჯერ კიდევ რჩება ე.წ. ბრიტანული შტამი "ალფა", მაგრამ თანდათან სულ უფრო ვრცელდება ინდური, ანუ "დელტას" შტამი,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება.

"ინდური" შტამის გავრცელება არის დაახლოებით 25 პროცენტი და მისი გავრცელება მატულობს. ასეთი სცენარი იყო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბოლოს "ინდური" შტამი იყო დომინანტი. დიდი ალბათობით, ჩვენ ამაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, დადგება რაღაც მომენტი, როცა საქართველოში ძირითადად გავრცელებული იქნება "ინდური" შტამი. "ინდური" შტამი ბევრი რამით განსხვავდება სხვა შტამებისგან, ის 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე "ბრიტანული" შტამი, რომელიც თავის მხრივ, 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდები იყო, ვიდრე სტანდარტული "ჩინური" შტამი.

გარდა ამისა, მისი კლინიკური სურათი განსხვავდება. მას ნაკლებად ახასიათებს ხველა, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, სამაგიეროდ, გაცილებით უფრო ხშირად ახასიათებს ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი და ცხელება. გარდა ამისა, ის გაცილებით უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, ვიდრე ამას სხვა შტამები აკეთებდა. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანდაცვის სექტორი და უნდა მიაქციონ მშობლებმაც, მოსახლეობამ. "ინდური" შტამი იძლევა გაცილებით უფრო მძიმე მიმდინარეობას დაავადების, უფრო მძიმე გამოსვლებით, მხედველობაში მაქვს გარდაცვალების შემთხვევები და დაახლოებით ორჯერ უფრო გაზრდილი ჰოსპიტალიზაცია. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს სახელმწიფოს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორს",- განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი

"ორჯერ ვიქორწინე და ქორწილი არ მქონია, ალბათ არ განვიხილავდი ამ ქორწინებებს" - სოფო ჭყონია პირადსა და ოჯახურ ბიზნესზე

"პოლარიზება იჭრება ეკლესიაშიც... თუ ეკლესიის მიმართ წაიშალა ნდობა და ეს ინსტიტუცია წმინდა ნდობის თვალსაზრისით ჩამოგვეშალა, ჩამოგვეშლება სახელმწიფოებრიობა" - მეუფე გრიგოლი