ავტორი:

თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობის და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობის და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თელავში ძმების დაჭრის, ოჯახში ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობ ქალს - 1989 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, გ.გ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ძმებთან - 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-სთან და 2004 წელს დაბადებულ ნ.რ.-სთან, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისის თვეში ქალაქ თელავში სასურსათო მაღაზიები გაქურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -  მათი თქმით, ისინი დაკავებას არ ელიან

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

რას აცხადებს შსს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე?