ავტორი:

"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო" - რას წერს ენტონი ბლინკენი

"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო" - რას წერს ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცებას ეხმიანება და აღნიშნულ საკითზე "ტვიტერში" პოსტს აქვეყნებს

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის,“ - აცხადებს ბლინკენი.

  • გარდა ამისა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

"აშშ შეშფოთებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი კანდიდატის დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ უზენაეს სასამართლოში "ყველა მიმდინარე დანიშვნა" იქამდე შეეჩერებინათ, სანამ "სასამართლოს ამბიციური რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის გზით არ განხორციელდებოდა”.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებით ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ.

ამის არ შესრულება კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლოს მიმართ და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ ასევე შესაძლოა შეასუსტოს ინვესტორების ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა,” - აღნიშნულია განცხადებაში.