ავტორი:

Mastercard-ის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო - ჩაერთე და მოიგე ავტომობილი, სკუტერი ან მოპედი

Mastercard-ის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო - ჩაერთე და მოიგე ავტომობილი, სკუტერი ან მოპედი

Mastercard ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა აქციებსა, უპირატესობებს და სიახლეებს, ამჯერად კი - ნაციონალურ პრომო კამპანიას იწყებს, რომელშიც საქართველოში გამოცემული ყველა Mastercard ბარათის მფლობელს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება...

15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გადაიხადე Mastercard -ის ბარათით მინიმუმ 20 ლარი, ავტომატურად ჩაერთე გათამაშებაში და მოიგე ეკო-მეგობრული პრიზები: ავტომობილი, მოპედი ან სკუტერი.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია იყოთ 18+ წლის და ფლობდეთ საქართველოს ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათს. გაითვალისწინეთ, 20 ლარის 1 ტრანზაქცია გათამაშების 1 ბილეთია. დღის განმავლობაში, ერთ სავაჭრო ობიექტში შესაძლებელია გათამაშების მხოლოდ 3 ბილეთის მიღება.

გამარჯვებული 13 სექტემბერს, 15:00-ზე, ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდება. პირველი 8 იღბლიანი ბილეთის მფლობელები, საჩუქად მიიღებენ სკუტერს; შემდეგი 10 ბილეთის მფლობელები კი, ეკო-მეგობრულ მოპედს. ხოლო მეცხრამეტე, ყველაზე იღბლიანი გათამაშების ბილეთი, Mastercard ბარათის მფლობელს ჰიბრიდულ ავტომობილს - Toyota CHR -ს მოაგებინებს!

აღსანიშნავია რომ, კამპანიის ფარგლებში განხორციელებული თითოეული ტრანზაქციისთვის, Priceless Planet Coalition-ის ფარგლებში, Mastercard ხეების დასარგავად გადარიცხავს თანხას. ეს არის პლატფორმა, რომელიც გლობლურ პარტნიორებთან ერთად, მიზნად ისახავს ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიონი ხის დარგვას და ტყეების აღდგენას. Mastercard-ს მიაჩნია, რომ კერძო სექტორს შეუძლია დაუპირისპირდეს კლიმატის ცვლილებას, შეამციროს ნახშირბადის ემისია და რეალური პოზიტიური გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე როგორც მომხმარებლების, ასევე პარტნიორების მონაწილეობით.

Mastercard უკვე მრავალი წელია ნერგავს გადახდის სისტემებს ყველგან, სადაც საჭიროა: მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დიდი ღონისძიებებსა თუ ონლაინ სისტემებში. შედეგად კი, საქართველოში, უკონტაქტო გადახდა სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადახდის წინაპირობად გადაიქცა.

გადაიხადე Mastercard -ის ბარათით, ჩაერთე გათამაშებაში, მოიგე სასურველი 19 პრიზიდან ერთ-ერთი და შეიტანე წვლილი პლანეტის გამწვანებაში.

Mastercard-ის შესახებ:

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

https://cutt.ly/dmHenYN

R

რატომ ხდება ფსიქოლოგის პროფესია უფრო მოთხოვნადი და რა უნდა ვიცოდეთ, თუ მის არჩევას ვგეგმავთ?

ძვლის ტვინის გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო აღარ არის – ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე მომსახურებაზე, რომლის მიღებაც საქართველოშია შესაძლებელი

მოძრავი გამოფენა „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“  ქ. რუსთავში, რუსთავის პარკში  გაიმართა