ავტორი:

"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე

"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე

ადგნენ ეს უგუნური შტერები სხვანაირად როგორ უნდა ვუწოდო ამ პარლამენტის სამეულს და აშშ-ის ელჩს დასცხეს და თანაც როგორ?! - ვიღაც ჩინოვნიკმა გააფუჭა ჩვენს შორის ურთიერთობაო, სამარცხვინო განცხადებაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ჩინოსანში“, რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ.

გოცირიძის შეფასებით, აღნიშნულის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და ახლა უკვე „ერთი წვეთი იქნება საკმარისი ივანიშვილის დასანქცირებისათვის“.

“ფაქტობრივად საუბარია სანქციების დაწესებაზე და რეალურად ამ ხელისუფლების დასჯაზე მიდის საუბარი. ადგნენ ეს უგუნური, შტერები სხვანაირად როგორ უნდა ვუწოდო ამ პარლამენტის სამეულს და აშშ-ის ელჩს დაცხეს და თანაც როგორ?! ვიღაც ჩინოვნიკმა გააფუჭა ჩვენს შორის ურთიერთობაო. სამარცხვინო განცხადებაა. ვინ ატყუებს აშშ-ის მთავრობას, ატყუებს აშშ-ის ელჩი?! თურმე ამერიკას არ აქვს ანალიტიკური სამსახური. რბილად, რომ ვთქვა ინტერნეტითა და სხვა წყაროებით ინტერნეტის გადამოწმება არ ხდება?! არ არსებობს ევროკავშირი და ნატოს პარტნიორი ქვეყნები და იქიდან ინფორმაცია არ მიდის?! არ არსებობს იქ ამერიკაში საქართველოს საელჩო?!

საერთოდ ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უსაქმურებისაა! რომ ჰკითხოთ რას აკეთებ-თქო?! გეტყვიან - არაღიარების პოლიტიკას ვეწევითო... რამდენიმე წელიწადია აკვიატებული ერთი და იმავე რაღაც აქვთ. ამათ ვინ ეკითხებათ?! ეს ივანიშვილის სქემაა. ან ღარიბაშვილს ვინ ეკითხება ხელისუფლებაში მოსვლას, წასვლას? დაიბარებს ივანიშვილი და გააგდებს, როგორც ერთხელ გაუკეთა. ამათ არავინ არავის არ ეკითხება. სანქცია 30 წლის განმავლობაში საჯაროდ არ უხსენებიათ. ივანიშვილი გაბრაზდა ამერიკაზე! უკვე ერთი წვეთი იქნება საკმარისი ივანიშვილის დასანქცირებისათვის“, - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, ხშირად სანქციების მუქარა უფრო ეფექტიანია.

"სანქციების სუნი ტრიალებს ჰაერში. იქნება თუ არა სანქციები, რასაც თქვენ ამბობთ, ხშირად სანქციების მუქარა უფრო ეფექტიანია, ვიდრე თავად სანქცია", - აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებმა ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელეს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემაშფოთებელია, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

ამასთან, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ჩინოსანში“, რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე.

„ქართველი ჩინოსანი აქ [განცხადებაში] არ იგულისხმება. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა“, - განაცხადა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილმა.

"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" - კახა კალაძის საარჩევნო სლოგანი და მერის უცნაური ხელწერა, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები დააბნია

"შემოვიღოთ დასჯის ისეთი ზომა, როგორიც სინგაპურშია: გაროზგვა, გაწკეპვლა - დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი" - რომან გოცირიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"