ავტორი:

"ვფიქრობ, ჩემში ინტერესი და ენთუზიაზმი დაინახეს..." - ვინ არის 17 წლის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ს უნივერსიტეტმა 100%-იანი დაფინანსებით მიიღო

"ვფიქრობ, ჩემში ინტერესი და ენთუზიაზმი დაინახეს..." - ვინ არის 17 წლის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ს უნივერსიტეტმა 100%-იანი დაფინანსებით მიიღო

17 წლის ნიკოლოზ კოტია კიდევ ერთი წარმატებული ქართველი მოსწავლეა, რომელიც მალე სწავლას აშშ-ში გააგრძელებს - ის სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და კომპიუტერულ მეცნიერებებს ისწავლის.

ნიკა ყველაზე მეტად კიბერუსაფრთხოებითაა დაინტერესებული, რისი სწავლის საშუალებაც შემდეგ საფეხურზე, მაგისტრატურაზე მიეცემა. სწავლა 17 000 დოლარი ღირს, საიდანაც 8000$-ს უნივერსიტეტი ფარავს - ეს ამ სასწავლებლის 100%-იანი დაფინანსებაა.

ALLNEWS.GE ნიკოლოზს მისი წარმატებისა და ინტერესების შესახებ ესაუბრა:

- თავიდან ესტონეთში, ტალინში ვაპირებდი წასვლას, რადგან კიბერუსაფრთხოებამ დამაინტერესა, მაგრამ შემდეგ ერთ კომპანიაში მივედი, სადაც სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი მირჩიეს. თავიდან IELTS-ის გამოცდა ჩავაბარე, შემდეგ სამოტივაციო წერილი და სხვა რამდენიმე დოკუმენტი უნდა გადავზავნე უნივერსიტეტისთვის. მათ ჩემი კონსულტანტის დახმარებით მეილზე მივწერე და დაახლოებით 2 კვირაში მომივიდა პასუხი.

დადასტურების შემდეგ მალევე მითხრეს, რომ 100%-იანი დაფინანსება მოვიპოვე. ოღონდ, ეს 100%-იანი დაფინანსება მთლიანი თანხა არ არის, არამედ არის ის ნაწილი, რასაც უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტს.

- შენი აზრით, რა იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც აგირჩიეს?

- ჩემი აზრით, ყველაზე მეტად პერსონალური ესსეთი დაინტერესდნენ. მეწერა, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემაში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება კარგად განვითარებული არ არის და პირიქით, აშშ-ში კომპიუტერული მეცნიერებები კიბერუსაფრთხოება და მსგავსი სფეროები ძალიან მაღალ დონეზე დგას. უახლესი ისტორიიდანაც მოვიყვანე მაგალითები კიბერშეტევების შესახებ, მათ შორის საქართველოზე. ვაჩვენე, რითიც ვიყავი ყველაზე მეტად დაინტერესებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც ინტერესი და ენთუზიაზმი დაინახეს, ჩემი არჩევა ამან განაპირობა...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

"ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს მივყვებით და გავაგრძელებთ" - თამარ გაბუნია

"საკოორდინაციო შტაბს დაევალა, რომ გადაწყვეტილება მოამზადოს" - რა რეგულაციის დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე