ავტორი:

"ყოველთვის იყო კრიტიკა "ნაცმოძრაობის" ეპოქის სასამართლო სისტემის მიმართ - ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს" - იან კელი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელს

"ყოველთვის იყო კრიტიკა "ნაცმოძრაობის" ეპოქის სასამართლო სისტემის მიმართ - ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს" - იან კელი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. საუბარია პრემიერის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არასდროს სმენია, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სასამართლო სისტემის კრიტიკა ევროპისა და აშშ-ისგან.

აშშ-ის ყოფილი ელჩი აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამის განცხადებას და წერს:

„ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გადახედეთ ადამიანის უფლებათა ანგარიშს - ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლო სისტემის მიმართ. მაგალითისათვის 2011 წელი: ”ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, ”მთავრობის ოფიციალური პირების მიერ პატიმრებისადმი ცუდად მოპყრობა“, ”სასამართლოს წარმომადგენლები განაგრძობდნენ მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ", - წერს იან კელი “ტვიტერზე“.

მისივე თქმით, "ეს სააკაშვილის სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ს კრიტიკის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია".

"ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს, სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად", - წერს ყოფილი ელჩი.

ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"