რატომღაც ჩათვალეთ, რომ დაზარალებულ ჟურნალისტებს არ ჰქონდათ უფლება, დასწრებოდნენ სხდომას და ეს ჩემთვის არის გაუგებარიც და მიუღებელიც, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფრაქცია „ლელომ“ სესიის სხდომაზე 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტები მოიწვია, რათა მათ გომელაურისთვის მოესმინათ.
„მე მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს ჩვენმა ფრაქციამ სხდომაზე მოიწვია სტუმრის სტატუსით ყველა დაშავებული ჟურნალისტი, რომლებსაც შეეძლოთ, რომ სტუმრებისთვის განკუთვნილ ადგილას დასწრებოდნენ ბატონი გომელაურის მოსმენას. ამ ადამიანებზე არ დაუშვით თქვენ საშვები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.