ავტორი:

"ბანერი, რომელიც ჟურნალისტებმა გადმოფინეს, სხდომის გაჩერების მიზეზი გახდა, "ოცნება" და მინისტრი გაექცნენ კითხვებს, მათ ეშინიათ თავისუფალი სიტყვის" - მამუკა ხაზარაძე

"ბანერი, რომელიც ჟურნალისტებმა გადმოფინეს, სხდომის გაჩერების მიზეზი გახდა, "ოცნება" და მინისტრი გაექცნენ კითხვებს, მათ ეშინიათ თავისუფალი სიტყვის" - მამუკა ხაზარაძე

ბანერი, რომელიც დღეს ჟურნალისტებმა გადმოფინეს პარლამენტში, გახდა სხდომის გაჩერების მიზეზი, ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სხდომის დახურვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ეშინია მწვავე კითხვების მოსმენის.

"თქვენ ნახეთ, რომ სხდომა დახურულად გამოაცხადა "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ "ოცნება" და მათი მინისტრი გომელაური გაექცნენ კითხვებს. ჩვენი ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ძალიან მოთმინებით ელოდა სესიას და იმ მომენტს, როდესაც დავსვამდით ძალიან მწვავე კითხვებს. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი მედიის მიმართ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანა არ იმართება დემოკრატიული სტანდარტებით და ძალიან შორს ვართ ამ სტანდარტებისგან, იმიტომ რომ ბანერი რომელიც დღეს ჟურნალისტებმა გადმოფინეს პარლამენტში, გახდა სხდომის გაჩერების მიზეზი. ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, ეშინიათ პოლიტიკური განცხადებების და ეშინიათ მწვავე კითხვების მოსმენის. ფაქტი სახეზეა, "ქართული ოცნებამ" დღეს პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი თავი. მათ არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა, კითხვებზე პასუხის გაცემა და სხდომა დახურეს,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია... საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გაიგებთ" - ბოკერია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით, სავარაუდოდ, რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს