ავტორი:

"ნაცმოძრაობის" მიზანი სხდომის ჩაშლა იყო, რათა სინამდვილეზე არავის ესაუბრა - მიხეილ სარჯველაძე

"ნაცმოძრაობის" მიზანი სხდომის ჩაშლა იყო, რათა სინამდვილეზე არავის ესაუბრა - მიხეილ სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადგილი ჰქონდა არა რეალურ პროტესტს, არამედ პროტესტის შირმად გამოყენებას.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი სხდომის ჩაშლა იყო, რათა სინამდვილეზე საუბრის საშუალება არავის მისცემოდა.

„როდესაც ვხედავთ, რომ ერთ-ერთი დეპუტატი პარლამენტის სხდომათა დარბაზში საკუთარ მაგიდაზე ფეხებით არის შემდგარი, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს გამოხატვის ფორმაა და საპარლამენტო მუშაობა ასე უნდა მიმდინარეობდეს, მისი პრობლემაა.

არსებობს პროტოკოლი და წესი. როცა ოპოზიციის მიერ საპარლამენტო ტრიბუნის პიკეტირება დაიწყო, ვინმემ მაინც თქვას, სად ხდება ასე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რიგგარეშე სხდომა, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს 5-6 ივლისის მოვლენებზე უნდა ესაუბრა, ჩაიშალა.

"დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, "ამოიჩარა" თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით - დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა" - ელისაშვილი

"სამიტი იშლებოდა, ზელენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ დაკავებულები არ გაათავისუფლეს, უარს ამბობდა გამოფრენაზე" - სააკაშვილი შეწყალებულ უკრაინელ მეზღვაურებსა და მისი დაცვის ყოფილ წევრზე

ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია