ავტორი:

"კარგად დავფიქრდეთ, ესენი გვართმევენ ქართველობას და რუსები გვინარჩუნებენ?..." - რას წერს გიორგი უშიკიშვილი ამერიკასა და ევროკავშირზე

"კარგად დავფიქრდეთ, ესენი გვართმევენ ქართველობას და რუსები გვინარჩუნებენ?..." - რას წერს გიორგი უშიკიშვილი ამერიკასა და ევროკავშირზე

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ევროკავშირისა და ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეულ სიკეთეებზე წერს:

"მხოლოდ მცირედი ფაქტები: (არ შევეხები ეკონომიკას, თავდაცვას და სხვა დახმარებებს)

1. ვისი დაფინანსებულია საქართველოში უნიკალური ხელნაწერების (მათ შორის გალობის), საუკუნის წინანდელი ხალხური მუსიკის ნიმუშების გაციფრებისა და გადარჩენის საქმე? - ამერიკა, ევროკავშირი.

2. ვისი დაფინანსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (გარკვეული ნაწილის) რეაბილიტაცია? - ამერიკა, ევროკავშირი.

3. ვისი დაფინანსებულია მუზეუმების რეაბილიტაცია? (ნაწილის) - ამერიკა, ევროკავშირი.

4. სად უყვართ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხური მუსიკა და ცეკვა? სად დადის ფოლკლორული ანსამბლების 99% სამოგზაუროდ? - ამერიკა, ევროკავშირი.

5. რომელ ქვეყნებშია ქართული სიმღერის ანსამბლები, სადაც მხოლოდ უცხოელები მღერიან? - ევროპა, ამერიკა.

6. რომელი ქვეყნების მოქალაქეები ცდილობენ ქართული ენის შესწავლას? - ამერიკა, ევროპა.

7. რომელი ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან საქრთველოში ქართული ენისა და სიმღერის შესასწავლად? - ამერიკა, ევროპა.

8. ვისი ჩაწერილია მე- 20 საუკუნის დასაწყისში ჩვენი უნიკალური ხალხური სიმღერები, რითიც დღეს ვამაყობთ, ვმღერით და თავი მოგვწონს? - ევროპა.

ეს უცებ, რაც გამახსენდა და ყველაფერი ფაქტებით არის გამყარებული. აბა კარგად დავფიქრდეთ ესენი გვართმევენ ქართველობას და რუსები გვინარჩუნებენ? ამას ბევრი ფიქრი უნდა? იმედია, არა!" - წერს უშიკიშვილი.

როგორ გამოიყურება 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი - მომღერალმა თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესი გაუმხილა და სცენას დროებით დაემშვიდობა

"ორსულობის მეექვსე თვეში კონკურსზე გასვლა მთავარ გამოწვევად იქცა" - ნატალია ქუთათელაძის მსოფლიო წარმატება

"მაწუხებს ბუბას ამბავი... ვაითუ, თავს მოგახვიონ რუსეთთან მეგობრობაც“ - კიკაბიძის მილოცვა და შირვინდტის იუმორისტული პასუხი