ავტორი:

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსით მეორედ ინფიცირებასთან დაკავშირებით ახალ კვლევას აქვეყნებს და წერს:

"4 მილიონიან პოპულაციაზე ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ გადატანილი კოვიდი, 65 წლამდე ასაკის ადამიანებში, დაახლოებით 77-83%-ით იცავს რეინფექციისგან. სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი. ამ ასაკობრივ ჯგუფში გადატანილი კოვიდი მხოლოდ 47%-ით იცავს ხელახალი ინფიცირებისგან. ზოგადად, სხვა კვლევებზე დაყრდნობით რეინფიცირება, შემთხვევების დაახლოებით 1%-ს შეადგენს. ამ კვლევებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: - კოვიდ19-ის გადატანა სრულად არ გვიცავს შემდგომი ინფიცირებისგან და ვაქცინაცია ყველასთვის აუცილებელია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა 65 წელს გადაცილებულებისთვის.

P.S. დღემდე მახსოვს ისეტერიული პოსტები, რომ თურმე რეინფიცირება შეუძლებელია. ეს ისტერია ჩემს ისტორიას მოჰყვა, როცა ვთქვი, რომ მეორედ გადავიტანე კოვიდი. არც მეტი, არც ნაკლები არგუმენტად მოჰყავდათ: - "ჩვენს პროფესორებს დავეკითზე და მითხრეს"...

დაიცავით პრევენციის წესები და აიცერით იმ ვაქცინით, რაზეც ხელი მიგიწვდებათ და უსაფრთხოა თქვენთვის", - წერს გეგეჭკორი.