ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა, საიდანაც ირაკლი ზარქუამ ჩამოსვა (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა, საიდანაც ირაკლი ზარქუამ ჩამოსვა (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკუთარ მაგიდაზე ავიდა და 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი პლაკატით ხელებაწეულმა გამოხატა.

თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატის აღნიშნულ ქცევას უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მამულაშვილს ჯერ მაგიდიდან ჩამოსვლისკენ მოუწოდეს და დეპუტატის ქცევის წესები შეახსენეს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ის მაგიდიდან ჩამოსვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური უნდა გამოსულიყო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მედიამ 5 ივლისის მოვლენების გამო პერფორმანსი მოაწყვეს და პროტესტი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.