ავტორი:

დიდ დიღომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი პირი დაჭრეს

დიდ დიღომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი პირი დაჭრეს

დიდ დიღომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, თუმცა, მძიმე დაზიანებები არ აქვთ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინაა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ტვ "პირველის“ ოპერატორის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ფონიჭალასა და სხვა უბნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"ეს არის საქმე - "ბარემ, ესეც დავაკავოთ"... ვანო ბურდული უდანაშაულოა" - "ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ადოკატი