ავტორი:

საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებული რეგულაციების მოწინააღმდეგეებმა ვაქცინაციის ცენტრები ვანდალურად დააზიანეს

საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებული რეგულაციების მოწინააღმდეგეებმა ვაქცინაციის ცენტრები ვანდალურად დააზიანეს

საფრანგეთში ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებული რეგულაციების მოწინააღმდეგეებმა ვაქცინაციის ცენტრები ვანდალურად დააზიანეს. როგორც BBC წერს, დაზიანებულია ვაქცინაციის ორი ცენტრი.

შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. მედიის ცნობით, აღნიშნული ვაქცინაციის ცენტრები "ნაწილობრივ განადგურებულია.“

ინციდენტები მოხდა შაბათს გამართულ მასშტაბურ დემონსტრაციაზეც. აქციაზე საფრანგეთის ქუჩებში 100 000-ზე მეტი ადამიანი გავიდა.

ცნობისთვის, საფრანგეთში ათასობით მოქალაქე იმ შეზღუდვებს აპროტესტებს, რომელთა დაწესებასაც მთავრობა აგვისტოდან გეგმავს. საუბარია შეზღუდვებზე, რომელთა თანახმადაც, რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო მოლებსა და კინოთეატრებში ადამიანები ვაქცინის დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე არ დაიშვებიან.

თუკი ვაქცინის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, მაშინ უარყოფითი PCR ტესტის საფუძველზე შეძლებენ ამა თუ იმ დაწესებულებაში შესვლას.

ასევე, საფრანგეთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმა არის დისკრიმინაცია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც კოვიდ 19-ის აცრის გაკეთება არ სურთ.

აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტები მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ - რისთვის გადაუხადა მადლობა პუტინმა ალიევს

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს