ავტორი:

"აშშ-ში პრემიერის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა და სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს ვიზიტი ჩაიშალა" - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

"აშშ-ში პრემიერის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა და სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს ვიზიტი ჩაიშალა" - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი.

"გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, - განაცხადეს მთავრობის პრესამსახურში.

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"