ავტორი:

"დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, "ამოიჩარა" თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით - დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა" - ელისაშვილი

"დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, "ამოიჩარა" თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით - დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა" - ელისაშვილი

აშკარად, დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს და დეპუტატია - რა მუხლი დაარღვია არ ვიცი, მაგრამ დინჯი კაცია პაპუაშვილი და ეგრე რატომ აცეტდა, არ ვიცი, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ყველამ დაკარგა სახე.

„ერთადერთი, რაც ჩემთვის მისაღები იყო, იყო ის ბანერები, რომელიც მედიამ გადმოკიდა. მედიას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი დაღუპული ოპერატორის გამო, დარბევის გამო, რომელიც 5 ივლისს მოხდა, მაგრამ რაც გუშინ მოხდა სხდომათა დარბაზში, ორივე მხრიდან ჩემთვის მიუღებელია. ჯერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეხტებიან სკამებზე, მაგიდებზე, ყირაზე გადადიან, მერე აშკარად დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს და დეპუტატია, ამოიჩარა ეს თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით და ჩაიშალა სხდომა. ეს არის მიუღებელი. მე პირადად, კვირა დღეს მოვედი, რომ მომესმინა გომელაურისთვის და კითხვები დამესვა, რაც მე პირადად და საზოგადოებას აწუხებს. ჯერ პირველი წინადადების მერე, მინდოდა მეორე მომესმინა - „წავედი, გადავდექი, რადგან 5 ივლისს ვერ გავართვი თავი ვითარების კონტროლსო“, მაგრამ ვინ აცალა, დაიწყო და დაიწყო ეს ისტერიკა. პარლამენტი არ არის ცირკი, პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო, პროტესტიც გამოვხატოთ, მაგრამ ზღვარი აქვს ყველაფერს. არ ვიცი პაპუაშვილმა რა მუხლი დაარღვია და როგორ, მაგრამ ადამიანურად იყო ძალიან რთული სანახავი, თან დინჯი კაცია პაპუაშვილი და ეგრე რატომ აცეტდა, არ ვიცი,“ - განაცდახა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

"ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხს, რომ არ სურთ მათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო?

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" - კახა კალაძის საარჩევნო სლოგანი და მერის უცნაური ხელწერა, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები დააბნია