ავტორი:

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

ჟურნალისტი თამარ მოლაშვილი აფხაზეთის ომის მონაწილე კოტე ანდრიაძესთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა.

"აი, ამ ბიჭებზე მოუყევით ბავშვებს! ბოლოს სოხუმის აეროპორტში შევხვდი. დაცემული გაგრიდან ჩამოვფრინდი. გაგრაში გასაფრენად გამზადებულ ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ გაფრენას აზრი აღარ ჰქონდა. კოტე ანდრიაძე რუსების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიჭებთან ერთად ცეცხლის ზონაში, გაგრისკენ გაფრინდა. სხვანაირად არ შეეძლოთ!

მას შემდეგ აღარ მინახავს. დაიკარგა... დღეს ოფიციალურად დადასტურდა, ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა... გილოცავ, კოტიკ, შენს საყვარელ თბილისში დაბრუნებას! გილოცავთ ნანული დეიდა, კობა, ანდრიაძეებო, ამ ცრემლებით და ტკივილით გაჟღენთილ სიხარულს...

კოტე ანდრიაძეს სხვა იდენტიფიცირებულ, დაკარგულ მეომრებთან ერთად 14 აგვისტოს სამების ტაძრიდან გამოასვენებენ და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მიყვარხარ, კოტიკ! დიდება შენს ალალ და სამშობლოს სიყვარულით ანთებულ სულს!!

ფოტოზე - კოტე ანდრიაძე და სანდრო დოღონაძე გაგრისკენ გაფრენის წინ".