ავტორი:

"...ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა" - შარლ მიშელის მთავარი მესიჯები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

"...ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა" - შარლ მიშელის მთავარი მესიჯები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ მისი მთავარი გზავნილია, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს.

„დღეს მე ვეწვიე საქართველოს, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერეციას და ასევე, შეხვედრას ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორების ლიდერებთან ანუ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ამ შემთხვევაში, მე მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ შევხვედროდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს საპრლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა ის მოვლენები, რომელიც ხდებოდა საქართველოში და ასევე 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება.

ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული, განსაზღვრული წინსვლა პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორმების გზით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს.

„მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს არის წინაპირობა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა.

მთავარია ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ის თავისუფლება, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. კონსტიტუციური უფლება - პრესის და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. მე ვარ კმაყოფილი, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა თავის ვალდებულებას ასრულებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მან ყველა პარტიას მოუწოდა, ვისაც 19 აპრილის დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწერონ.

„ამასთან, ვიტყვი, რომ ვარ კმაყოფილი, რადგან შეთანხმების ყველა ხელმომწერი ერთგული რჩება შესრულდეს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო ასახული. ეს არის გზა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ქვეყანაში გაერთიანებული. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელი არ აქვს შეთანხმებაზე მოწერილი, მოაწეროს ხელი“, - განაცხადა მიშელმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის პრესისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული.

„ყველა ჩემს შეხვედრაზე მე ხაზი გავუსვი, რომ დღეს მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ - საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული,“- განაცხადა შარლ მიშელმა.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"