ავტორი:

"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?

"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?

რა ხდება ბათუმში? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დღის განმავლობაში დამსვენებლების არაერთი სტატუსი იწერება. შავიზღვისპირეთში, სამწუხაროდ, ტურისტებისა და ადგილობრივების დიდი ნაწილი პანდემიის დროს დაწესებულ ნორმებს არ იცავენ.

დღეს Ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა ფოტორეპორტაჟი, სადაც ჩანს, პლაჟზე ხალხი როგორ მჭიდროდაა განლაგებული. ამ დროს ყოველდღე იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელები მოგვიწოდებენ წესებს დავემორჩილოთ, რომ მეოთხე ტალღაში შევდივართ, ხდება ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება, თუმცა, ამ დროს წესები მასიურად ჩვენს თვალწინ ირღვევა და კანონდამრღვევებს ხშირ შემთხვევაში არავინ აჯარიმებს.

ბათუმში არსებული მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა ეკატერინე ფანგანმაც. ტელეწამყვანი შრომით ინსპექციას მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციოს იქ არსებულ მდგომარეობას.

"შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office ბათუმში ნამყოფები ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც! სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ყავს აქაურობას! შარშან ასეთი ადამიანების გამო ჩავიკეტეთ და წელსაც მათ გამო რატომ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ, ვინც ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ და ვინც აცრილები ვართ? ყველა ჯიხურში, ყველა მაღაზიაში, ყველა სასტუმროში და ყველა რესტორანში უნდა შეხვიდეთ. 99,9 % ეს სიტუაციაა და, იქნებ, მიიღოთ რამე ზომები, რომ ვინმემ ცოტაოდენი სიფრთხილე თქვენი შიშით მაინც გამოიჩინოს!" - წერს ფანგანი.

Ambebige.ge ტელეწამყვანს დაუკავშირდა. ეკომ გვითხრა, რომ მისმა სტატუსმა ერთგვარი გაღიზიანებაც კი გამოიწვია და იმედოვნებს შრომითი ინსპექცია მიაქცევს ბათუმში არსებულ მდგომარეობას ყურადღებას.

"მე თავად სინოფარმის ორივე დოზით ვარ აცრილი, როგორც კი შემოვიდა ვაქცინა, რაც მეკუთვნოდა, ასაკის შესაბამისად ავიცერი. მეორე დოზიდან უკვე თვენახევარი გავიდა.

კოვიდით ინფიცირებული არ ვყოფილვარ, წესებს ვიცავდი ყოველთვის. წელიწადზე მეტია ეს ვირუსი გრძელდება და უკვე ყველა ოჯახსა და ახლობელს შეეხო, ვერც წარმომიდგენია ადამიანს მისი არსებობის არ სჯეროდეს. რაც შეეხება ჩემ სტატუსს, ზოგიერთი ადგილობრივის გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ რეალურად ის აღვწერე, რაც ხდებოდა...“ - ამბობს ეკო AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

"იქ ყოფნისას დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, პირბადეც არავის ეკეთა" - კრისტი ყიფშიძე აშშ-ში მოგზაურობასა და შეძენილ ახალ პროფესიაზე

როგორ გამოიყურება 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი - მომღერალმა თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესი გაუმხილა და სცენას დროებით დაემშვიდობა

"ორსულობის მეექვსე თვეში კონკურსზე გასვლა მთავარ გამოწვევად იქცა" - ნატალია ქუთათელაძის მსოფლიო წარმატება