ავტორი:

"ინფიცირების 2600 შემთხვევა საგანგაშოა... გთხოვთ, აიცერით, თუ მოქალაქეები მთავრობას მხარში არ დაუდგნენ, მარტო ვერაფერს გავწვდებით" - ღარიბაშვილი

"ინფიცირების 2600 შემთხვევა საგანგაშოა... გთხოვთ, აიცერით, თუ მოქალაქეები მთავრობას მხარში არ დაუდგნენ, მარტო ვერაფერს გავწვდებით" - ღარიბაშვილი

"თუ ჩვენ დღეში არ ავედით 20 000 - 30 000 აცრაზე, ამ პროცესის მართვა ძალიან გაგვიჭირდება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მთავრობას გვერდში უნდა დაუდგნენ.

"აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა, პრაქტიკულად, განულებულია ანუ, აცრილი ადამიანების სიკვდილიანობის შემთხვევა მსოფლიოში შესაძლოა, არსებობდეს, სულ რამდენიმე. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქლაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ოჯახის წევრების, შვილების. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ და მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.

გუშინ 11 000 აცრა ჩავატარეთ, რაც არ არის საკმარისი. თუ ჩვენ დღეში არ ავედით 20 000- 30 000 აცრაზე, ამ პროცესის მართვა ძალიან გაგვიჭირდება. დღეს, მაგალითად, ჩვენ გვქონდა 2 600 შემთხვევა. ეს არის ძალიან საგანგაშო.

მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოქალაქეები, მოსახლეობა, რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთი მხრივ, გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და ჩვენი მოქლაქეების კეთილდღეობა. გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ მეორე მხრივ - ჩვენ, მთავრობას, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ, აიცერით. მე მგონი, ამის გაკეთება ძალიან მარტივია. თუ ჩვენი მოქალაქეები მთავრობას მხარში არ დაუდგნენ ისე, როგორც დაუდგნენ თავის დროზე, შარშან, როცა პანდემია დაიწყო, მარტო ჩვენ ვერაფერს გავწვდებით, ვერაფერს გავაკეთებთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"