"ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობას ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება კვლავ მოუწევს, გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება.
"ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისე დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ზოგადად, გართულდება სიტუაცია.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა, ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.