ავტორი:

"სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს" - ალეკო ელისაშვილი კალაძის შესახებ

"სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს" - ალეკო ელისაშვილი კალაძის შესახებ

"გულზე არ მეხატება კალაძე, მაგრამ ჩანს, რომ წლებია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს "ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე არის რეიტინგული და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის ფაქტი", - ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოულოდნელი არ იქნება თუ "ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კალაძეს დაასახელებს.

"კალაძეს ორი თვეა გაჩაღებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია. ფაქტია, რომ გამოკვეთილი კანდიდატია. გულზე არ მეხატება კალაძე, მაგრამ ჩანს, რომ წლებია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს "ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე არის რეიტინგული, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის ფაქტი. ამ წლების განმავლობაში სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია ქალაქისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს“ , - განცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე: "ქართული ოცნება“ კალაძის მეშვეობით შეძლებს თუ არა ხმების მოპოვებას, ელისაშვილი პასუხობს: "ასეთი შორსმჭვრეტელი ვერ ვარ, რომ წინასწარ დავინახო რამდენი ციფრი იქნება და როგორ იქნება, ლელა კაკულია არის ამის ოსტატი“.

ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციაში გამოკვეთილ კანდიდანტს ვერ ხედავს და ძნელად წარმოუდგენია ისეთი "ფალავანი“ ოპოზიციიდან, რომელიც შეძლებს კალაძისთვის კონკურენციის გაწევას.

"ჩვენ არავისთან ვაპირებთ საერთო რაღაცებზე საუბარს, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ უნდოდათ, რომ ოპოზიციას და ოპოზიციის კანდიდანტს გაემარჯვებინა თვითმართველობის არჩევნებზე, ის წყევლა-კრულვა არ უნდა მოეწყოთ, რაც მოაწყვეს მთელი თვეების განმავლობაში ჩვენთან მიმართებაში. ბოკერიას დაკრულზე რომ დადიოდა მთელი ოპოზიცია, დაეგდოთ ყური იმიტომ, რომ ჩვენ სწორ რაღაცას ვეუბნებოდით. არ დაგვიჯერეს და არის აზელილი და დაზელილი ოპოზიცია. ძნელად წარმომიდგენია ისეთი ფალავანი ოპოზიციიდან, რომელიც შეძლებს კალაძისთვის კონკურენციის გაწევას“, - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ უშუალოდ "მოქალაქეებიდან“ მერობის კანდიდატი ან თავად იქნება, ან პარტიას კანდიდატი არ ეყოლება.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"