ავტორი:

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია - როგორია ამ წუთებში ვითარება ადგილზე

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია - როგორია ამ წუთებში ვითარება ადგილზე

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია. მედიისა და მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები პარლამენტის კედლებზე სტიკერების გაკვრას ცდილობენ, რომელსაც აწერია - "დაისაჯოს, ჰომოფობი ირაკლი ღარიბაშვილი“ და ასევე, "დაისაჯოს, მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი“.

სტიკერების გაკვრის საშუალებას მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს, თუმცა აქციის მონაწილეებმა სტიკერების ნაწილი მაინც გააკრეს.

ამასთან, ჟურნალისტები შეკითხვით მიმართავენ პოლიციას - განუმარტონ ის მუხლი, რომლის მიხედვითაც მათ გამოხატვის საშუალება ეზღუდებათ და რის მიხედვითაც ეკრძალებათ სტიკერების გაკვრა.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსახულებიანი სტიკერების გარდა, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამასთან, აქციაზე მყოფი ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ.

ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე საქართველოში ყოფილი ელჩი წარადგინა

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი