ავტორი:

რა განასხვავებს დელტა შტამს "კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან და აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?

რა განასხვავებს დელტა შტამს "კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან და აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?

ქვეყანაში დელტა (ინდური) შტამი დღითიდღე იკრებს ძალას, რაც, ბუნებრივია, ეპიდემიოლოგიურ სურათს აუარესებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.

- ცუდი ამბით დავიწყოთ: ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა... დელტა შტამი და ბავშვები ახლა ყველაზე საგანგაშო თემაა.

- დღეს მსოფლიოში მეტი ასაკოვანი ადამიანია აცრილი და ამანაც განაპირობა, რომ ამ შტამმა ახალგაზრდებში გადმოინაცვლა. თუ გლობალურად შევხედავთ, ბავშვთა ასაკში ტრაგიკულად და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა არ გაზრდილა და ყველა დელტაშტამიან ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, საფრთხემ იმატა.

ინფორმაციამ, რომ სამი ჩვილი რეანიმაციაში მკურნალობდა, მომართვიანობა გაზარდა, ყველა მშობელი თავისი შვილის ჰოსპიტალიზაციას ითხოვს. საერთოდ, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ზაფხულში, როცა ცხელა და ბავშვის ორგანიზმი წყალს კარგავს, მაღალი ტემპერატურა მკურნალობას ძნელად ემორჩილება, ამიტომ ასეთ დროს ბევრი სითხის მიცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"კოვიდ 19"-ის წინანდელი ვარიანტებისგან დელტა ვირუსის განმასხვავებელი ნიშანი ისიც არის, რომ ვლინდება არა მეხუთე-მეექვსე, არამედ ინფექციასთან კონტაქტის მეორე-მესამე დღეს. წინა შტამების შემთხვევაში მთავარი სიმპტომები იყო ყნოსვის დაკარგვა, ტემპერატურასა და ხველასთან ერთად გემოს დაქვეითება, დელტა შტამის დროს მთავარი სიმპტომებია ჩვეულებრივი, გაცივების მსგავსი თავის ტკივილი, ტემპერატურა, ყელის ტკივილი. ამიტომ, როგორც კი ამას შევამჩნევთ, აუცილებელია, ოჯახმა ტესტირება ჩაიტაროს.

- დელტა შტამისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?

- მონაცემები სწრაფად იცვლება. ამ ეტაპისთვის, დელტა ვარიანტის მიმართ ყველა იმ ვაქცინის მოქმედების ძალა, რომლებიც დღეს მსოფლიოში გამოიყენება, შემცირებულია. ვაქცინების ეფექტიანობა ორ ნაწილად ფასდება. როდესაც ლაბორატორიაში მოწმდება, ვაქცინირებული ადამიანების პლაზმას იღებენ, იქიდან გამოყოფენ ანტისხეულებს, შემდეგ ლაბორატორიაში პეტრის ფინჯანზე აწვეთებენ ვირუსის შტამებს და მანეიტრალებელ ეფექტს ეძებენ. მაგრამ ეს ყოველთვის პირდაპირპროპორციული არ არის იმისა, როგორ მოქმედებს ესა თუ ის ვაქცინა რეალურ ცხოვრებაში. ამის კლასიკური მაგალითია ისრაელი. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (50 წელზე უფროსი ადამიანების 95%) ორჯერ არის აცრილი "ფაიზერით", მაგრამ დღეს ინფიცირებულთა 90% დელტა შტამით არის ავად, ანუ იქაც დელტა ვარიანტი დომინირებს, თუმცა ისინი ამას მეოთხე ტალღას არ ეძახიან. რეალურ ეპიდემიოლოგიურ ცხოვრებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დელტა ვარიანტის მსუბუქი ფორმის პრევენცია "ფაიზერს" შეუძლია მხოლოდ შემთხვევათა 64%-ში, ანუ 95% 64%-მდე შემცირდა. რა არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი ისრაელის მაგალითზე? ჰოსპიტალიზებულია და მძიმე ან კრიტიკულია ინფიცირებულთა 1%, ანუ 7 000 ადამიანიდან 70-80-ია საავადმყოფოში და მათგანაც უმრავლესობა აცრილი არ არის. ანუ "ფაიზერი" იცავს არა მსუბუქი დაავადებისგან, არამედ - ჰოსპიტალიზაციისგან. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ისრაელში ორჯერ აცრილთაგან ვინც ავად გახდა, მათი უმრავლესობა აცრილია იანვარში, ანუ უკვე გასულია 6 თვე. ამიტომაც ისრაელმა დაიწყო ახალი ნაბიჯების გადადგმა და "ფაიზერისგან" რამდენიმე მილიონი დამატებითი დოზა მიიღო, რომ ასეთი ადამიანების მესამედ აცრის საკითხი განიხილონ. გააგრძელეთ კითხვა

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

18:00 საათის მონაცემებით, "ფაიზერის" ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია