ავტორი:

"ეს ბიჭი არის ჩემი, თქვენი არ არის - უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან" - გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ლექსო ლაშქარავას ფოტო დაუხია

"ეს ბიჭი არის ჩემი, თქვენი არ არის - უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან" - გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ლექსო ლაშქარავას ფოტო დაუხია

უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიების დაწყებამდე. ჟურნალისტები ვოლსკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ.

გია ვოლსკიმ მედიის ერთ-ერთ წარმომადგენელს გარდაცვლილი ოპერატორის ფოტო გამოართვა და განაცხადა:

„უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან, თქვენი კოლეგის. ეს ბიჭი არის ჩემი, თქვენი არ არის“, - მიმართა გია ვოლსკიმ „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს.

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე"