ავტორი:

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ვალდებულება, ყველა შესაბამისი, სახელმწიფო უწყების, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ის პირები, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტებზე იძალადეს, არ დაისჯებიან, ყველა ერთად მოსთხოვს პასუხს იმ ორგანოს, ვისი ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება.

„თუ ჩვენ და თქვენ კითხვები დაგრჩებათ, რომელიმე მოძალადესთან დაკავშირებით, თუკი იქნება ელემენტარული მტკიცებულება მაინც, რომ კონკრეტულ ადამიანებს შორის იყო კავშირი, რაც მათ ორგანიზებაზე მეტყველებს და ეს ადამიანები არ დაისჯებიან, მაშინ თქვენ და მე, ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა და არ გააკეთებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ კახა კალაძის შესახებ ისაუბრა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო.

მისივე თქმით, როგორი პოლიტიკური შეხედულებებისაც არ უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი, თითოეულმა მოქალაქემ დარწმუნებით იცის, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერი.

„ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში ასე ნათლად ჩანს, არ უნდა დავკარგოთ, ამიტომ, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო. აქედან გამომდინარე, პირადად მე და მთელი ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ოჯახი მის ღირსეულ წარმომადგენელს, უკვე მერობის კანდიდატს კახი კალაძეს უსურვებს გამარჯვებას, რაშიც ასევე დარწმუნებულები ვართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია... საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გაიგებთ" - ბოკერია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით, სავარაუდოდ, რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს