ავტორი:

"იქ ყოფნისას დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, პირბადეც არავის ეკეთა" - კრისტი ყიფშიძე აშშ-ში მოგზაურობასა და შეძენილ ახალ პროფესიაზე

"იქ ყოფნისას დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, პირბადეც არავის ეკეთა" - კრისტი ყიფშიძე აშშ-ში მოგზაურობასა და შეძენილ ახალ პროფესიაზე

მოდელმა კრისტი ყიფშიძემ პანდემიის პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყო. ამბობს, რომ ძალიან მოსწონს და ამ საქმეში დიდი ინტერესით არის ჩართული. იმასაც გვეუბნება, რომ ამ წელიწადში აშშ-ში უკვე ორჯერ იმოგაზურა, სადაც ოპერატორობა და ჟურნალისტობა ერთმანეთს მშვენივრად შეუთავსა. რას ფიქრობს ახალ საქმიანობაზე, თავის პროფესიაზე, რომლითაც საზოგადოებამ გაიცნო და როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა ამერიკიდან, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

„კორონამ საქართველოში კი არა მთელ დედამიწაზე შეცვალა ცხოვრების სტილი, განწყობა. ცუდია, რომ ამდენი ადამიანი დავკარგეთ. 2020 მძიმე წელი იყო, მაგრამ წლის ბოლოს რომ გადავხედე, იმის მიუხედავად, რაც პანდემიამ სამყაროში მოახდინა, პირადად ჩემთვის არც ისე ცუდი აღმოჩნდა, არაერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა და არც ისე ცუდი შედეგები მქონდა... გარდა ამისა, ამ პერიდომა უფრო დაკვირვებულები გაგვხადა, იმას, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით, იმაზე ახლა მეტად ვფიქრობთ, უფრო ფთხილები ვართ. მოკლედ, რაღაცები ვისწავლეთ... ისე მოხდა, რომ ამ პერიოდში ჟურნალისტობა დავიწყე. თუმცა ამის მცდელობა მანამდეც არაერთხელ მქონია, რადიოში გადაცემა მქონდა, ერთ-ერთ ჟურნალშიც ვწერდი, მაგრამ ბოლო დროს ტელევიზიაში აქტიურად ჩავერთე, რამაც გამიტაცა. პოლიტიკის გარდა თითქმის ყველა თემაზე ვმუშაობ,“ - გვეუბნება კრისტი.

- ე.ი. ჟურნალისტური საქმიანობა მოგწონს...

- კი, დილის გადაცემაში „კრისტის ბლოგი“ ასეთი 5-წუთიანი რუბრიკა მოვიფიქრე, სადაც თვითონ ვარ ავტორი, ჟურნალისტი, სცენარისტი, წამყვანი, მონტაჟის დროსაც მემონტაჟის გვერდით ვზივარ. ამ ყველაფერს ოპერატორობაც დაემატა, რადგანაც რამდენიმე სიუჟეტი აშშ-ში გადავიღე.

- როგორც შევიტყვე, ამ წელიწადში აშშ-ში უკვე ორჯერ გიმოგზაურია. მოგვიყევი იმაზე, კონკრეტულად სად იყავი და უპრობლემოდ გაემგზავრე?

- ორ შტატში ვიყავი - ფლორიდასა და კოლორადოში. ფლორიდის შტატში, კონკრეტულად მაიმიში აპრილში წავედი, კოლორადოში - ივნისში. რაც შეეხება გამგზავრებისას განსაკუთრებულ შეზღუდვას, არაფერი ყოფილა. მაქვს ამერიკის ტურისტული ვიზა, ამასთან, საჭირო იყო „პისიარ“ ტესტის პასუხი, ბილეთი და პასპორტი... მოკლედ, სტუმრად ჩემს მეგობრებთან ჩავედი. საერთოდ, მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ამ დროს ბევრ სასარგებლო რამეს აგროვებ, ენერგეტიკულად დადებითად იმუხტები. ყოველი საინტერესო მოგზაურობა კარგი საქმეების სათავეც შეიძლება, გახდეს. ადამაინი მოგზაურობისას უარყოფითისგან იცლება, დადებითით ივსება, მშვიდდება, მეტად ვითარდება. რაც მთავარია, იმას გრძნობს, როგორ იზრდება და იცვლება...

- ეპიდსიტუაციის კუთხით რა ხდება აშშ-ში?

- აპრილში მაიამიში პირბადე თითქმის არავის ეკეთა. დახურულ სივრცეში, მაგალითად, რესტორანში შესვლისას უნდა გკეთებოდა და მერე როგორც ჩვენთანაა, მაგიდასთან იხსნი. პირბადე, რა თქმა უნდა, ოფიციანტებს ეკეთათ... კოლორადოში ყოფნისას კი დამავიწყდა, რომ მსოფლიოში პანდემიაა, დაინფიცირების მაჩვენებელი ნულიაო, - ადგილობრივებმა მითხრეს. ხალხი ვაქცინირებული იყო (თებერვლიდან დაიწყო) და პირბადე არავის ეკეთა. ამბობდნენ, რომ ვაქცინაციის შემდეგ კარგი შედეგები აქვთ. მეც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იქ ვირუსი უკვე აღრ არის, რადგანაც ხალხი ლაღია. აქედან აუცრელი წავედი, მოგეხაენებათ, ჩვენთან აცრა როგორი პრობლემაა და ასეთი რა გახდა ჩვენი ქვეყნა, რომ ეს ჯერ ვერ მოახერხა?! ამიტომ, იქ „ჯონსონით“ ავიცერი.

პარალელი რომ გავავლო ჩვენს მთასა და იქაურ მთას შორის, ის არის, რომ კოლორადოს აქაური სული აკლია და მესტიას და ყაზბეგს - იქაური ინფრასტრუქტურა. იქ ყველაფერი ისეა, როგორც „კოსმოსში“! საქართველოში მთის კურორტები ისევე რომ გაკეთდეს, თითოეული არანორმაულრად საოცარი კურორტი გახდება

თავად კოლორადო, როგორც მთიანი რეგიონი ძალიან მომეწონა. მიყვარს მთა და ამიტომ, ჩვენთან ყაზბეგს, მესტიას ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. მიმაჩნია, რომ მთაში რაღაც მისტიკური ნამდვილად არის. სხვა სული ტრიალებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იქ ტვინიც კი სხვანაირად მუშაობს. ვერც კი გადმოგცემთ, კოლორადოში როგორი გასაოცარი ბუნებაა - შვლები დახტიან... ამის შემყურე ცხოველების დიდ მოყვარულს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. იქ ყოფნა პატარა ბავშვივით მიხაროდა. პარალელი რომ გავავლო ჩვენს მთასა და იქაურ მთას შორის, ის არის, რომ კოლორადოს აქაური სული აკლია და მესტიას და ყაზბეგს - იქაური ინფრასტრუქტურა. იქ ყველაფერი ისეა, როგორც „კოსმოსში“! საქართველოში მთის კურორტები ისევე რომ გაკეთდეს, თითოეული არანორმაულრად საოცარი კურორტი გახდება.

სამი დღე ბაჰამის კუნძლებზეც ვიყავი, სადაც კატერით გადავედით. პანდემია იქაც არ იგრძნობოდა, მაგრამ სანამ იქამდე მივედით, ჩვენ პირბადე მაინც გვეკეთა. მოკლედ, თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, ყველაფერი კარგად იქნება და გადავრჩებით.

- ამერიკაში ყოფნისას ბევრი ვიდეომასალა გადაიღე და მშვენიერი ჩანახატები გაქვს გაკეთებული...

- მიყვარს გადაღება და იქიდან გამომდინარე, რომ გადაღებულის დამონტაჟებაშიც ვმონაწილეობ, ეს სიახლე არ ყოფილა, მაგრამ ამ მოგზაურობისას როგორც გავბედე, გადავიღე და მერე ის ტელევიზიითაც გავიდა, ასეთი რამ პირველად მოხდა. იმ ყველაფრის ნახვისას დიდი ემოცია მქონდა და ბევრი ვიდეო დავაგროვე. მერე აქ კომპიუტერში რომ შევყარე, პროდიუსერს ვთხოვე, შეეფასებინა. მომიწონეს. კოლორადოში გარემომ თვითონ მიბიძგა, რომ გადამეღო. მთავარ როლში მეგობრის ძაღლი გამოვიყენე, რომელიც იმ ყველაფერს ძალიან კარგად მოერგო. თუ ამ მიმართულებას გავაგრძელებ, შემედეგში კარგი მოგზაურობები უნდა დავგეგმო...

- სამოდელო სფეროში რა ხდება?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებები არ იმართება, ჩვენს სფეროში რაღაცები მაინც ხდება. თუმცა სამწუხაროა, რომ ისეთი ჩვენებები, როგორიც მიყვარდა და მიყვარს, პანდემიის პერიოდში აღარ იმართება. ისე, ონლაინფეშენვიკი კი იყო - სოფო ჭყონიამ 2-ჯერ ჩაატარა. კარგია, რომ არ გაჩერდნენ. თუმცა სულ სხვა რამ არის, როცა ჩვენებას ხალხი ესწრება, მოდელი პოდიუმზე გამოდის, - ამ ყველაფერს სხვა ენერგეტიკა ახლავს და მას არაფერი ცვლის... ამასთან, როგორც მოდელს არაერთი გადაღებაც მქონდა. არის კომერციული შეკვეთები „ინსტაგრამზე“... ხანდახან ვფიქრობ, წავალ და დავასრულებ სამოდელო კარიერას, მაგრამ ეს პროფესია თვითონ არ მიშვებს და ვხდები, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ნოემბერში 27 წელი გახდება, რაც მოდელი ვარ. ეს საქმიანობა 1994 წელს (წინა საუკუნე) დავიწყე. პოდიუმმა ბევრი რამ მასწავლა. ტექმნიკა, რომელსაც ვფლობ, არ ვიცი, როგორ ვისწავლე, მაგრამ წლების განმავლობაში გამოცდილებით, ამ სფეროში მიღებული ცოდნით დაგროვდა. არ აქვს მნიშვნელობა აქაური საზოგადოება იქნება თუ უცხოური, აუდიტორიის „აყვანა“ შემიძლია. თან, ისე, რომ ყველა ადამიანი ჩემკენ იყოს მომართული. ეს თვისებად მექცა და ცხოვრებაშიც მადგება. ცოტა უხერხულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ ასეა - შეიძლება, ლამაზი კაბა გეცვას, მაგრამ მოდელის შინაგანი ენერგეტიკის გარეშე, კაბას არავინ შეხედავს. ეს ასეა. პოდიუმზე რომ გავდივარ, ვგრძნობ, რომ აუდიტორია „ხელში მიჭირავს“. ენეგიას ბოლომდე გავცემ და აბსოლუტურად ყველა იქ მყოფს ვუნაწილებ. თითქოს ხელებით და თითებით ვეხები და იქვე ვგრძნობ მათ აღფრთოვანებას, ზღვა ენერგიას.

ხანდახან ვფიქრობ, წავალ და დავასრულებ სამოდელო კარიერას, მაგრამ ეს პროფესია თვითონ არ მიშვებს და ვხდები, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ნოემბერში 27 წელი გახდება, რაც მოდელი ვარ

- ეს დადებითი ენერგიების გაცვლაა...

- კი და ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ნელ-ნელა მოვიდა. ბოლო დროს ტრანსცენდენტული მედიტაციის მიმდევარი გავხდი. რელიგია არ გეგონოთ. ამ ყველაფრის ამიერკავკასიის ცენტრი თბილისშია, სადაც პროფესიონალი სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც იმაში გვეხმარებიან, რომ საკუთარი თავი შევისწავლოთ და ვიყოთ მშვიდები. ამ საუკუნეში ბვერი ნეგატიური ინფორმაცია გვიგროვდება, რაც ნებსით, თუ უნებლიედ, ჩვენამდე სხვადასხვა გზით აღწევს. ამიტომ, უნდა გაფილტროთ, მეტად შევიცნოთ ჩვენი თავი და შევიყვაროთ. ოღონდ, საკუთარი თავის შეყვარება ეგოისტურ სიყვარულს არ გულისხმობს. ეგოიზმი კომპლექსების გროვაა და ცუდია. მოკლედ, როგორც კი საკუთარი თავის შეცნობას შევძლებთ, ხალხიც, გარემოც სხვანაირად შეიცვლება და ცხოვრებაც უფრო იოლი გახდება.