ავტორი:

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - რა ღირს და რომელ მოდის სახლს ეკუთვნის ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელსაც კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - რა ღირს და რომელ მოდის სახლს ეკუთვნის ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელსაც კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

დიდი გამოხმაურება მოჰყვა თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის მორიგი წარდგენისას, მისი დიზაინერი მეუღლის ჩანთას. ბევრი ვერ გაერკვა, ეს ჩანთა იყო თუ ანუკი არეშიძე პრეზენტაციაზე ლუის კეროლის ცნობილი წიგნით - "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" იყო მისული, შესაბამისად, სოციალურ ქსელში მის აქსესუარს დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა.

ჩანთა, რომლითაც ანუკიმ ყველას ყურადღება მიიპყრო OLYMPIA LE TAN-ის მოდის სახლს ეკუთვნის. THELUXURYCLOSET.COM-ზე მისი ღირებულება 945 დოლარს შეადგენს. მწარმოებლის წიგნის ფორმის ე.წ. ქლათჩები კი მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს.

განსაკუთრებით პოპულარული სწორედ ის ნამუშევარია, რომელსაც ALICE IN WONDERLAN აწერია და რომლითაც ანუკი არეშიძე მეუღლის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. ცნობისთვის, აღნიშნული ბრენდი 2009 წელს OLYMPIA LE TAN-მა დააარსა და ამ დროისთვის ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და წარმატებულ სახელად მიიჩნევა მოდის ინდუსტრიაში.

კომპანიის დამფუძნებელი ოლიმპია ლონდონში დაიბადა, საფრანგეთში გაიზარდა და ამბობს, რომ ის ერთდროულად ფრანგი, ინგლისელი და ვიეტნამელია. მისთვის მუშაობისას შთაგონების მთავარი წყარო ლიტერატურაა. მსოფლიოს მასშტაბით 80-მდე მაღაზია აქვს.