სადაზღვევო კომპანია ალდაგში ავტომობილების დაზღვევის სეზონი დაიწყო. მათ, ვინც ავტოდაზღვევას აგვისტოს ბოლომდე ალდაგში შეიძენს, საჩუქრად მრავალფეროვანი საჩუქრები ელით.
სასაჩუქრე თვეები ალდაგისგან ნებისმიერი ადამიანისთვისაა, ვისაც მანქანა ჰყავს და უნდა, რომ მზად იყოს ნებისმიერი თავგადასავლისთვის, რომელიც წინ ელოდება.
საჩუქრების არჩევანი მრავალფეროვანია, მძღოლს შეუძლია მანქანის მოვლისთვის აუცილებელი საჩუქრები შეარჩიოს ან მოირგოს საჩუქარი თავისი საზაფხულო ან საშემოდგომო გეგმების მიხედვით.
ალდაგის ავტოდაზღვევა მძღოლებს ყველა შესაძლო რისკისგან დაიცავს: შეჯახება, ხანძარი, აფეთქება, დაზიანება გაჩერებულ მდგომარეობაში და ა.შ.
ალდაგის ავტოდაზღვევის კამპანია ბრენდის ახალი მისიისა და სლოგანის შთაგონებით შეიქმნა. „ალდაგი 31 წლის ბრენდია. წელს ახალ კონცეფციაზე ვიმუშავეთ და ბრენდის მთავარ დაპირებად სიმშვიდე ვაქციეთ. გვჯერა, რომ მშვიდად ყოფნისას ადამიანი მზადაა ნებისმიერი თავგადასავლისთვის, რომელიც წინ ელოდება, ამიტომ „მზად ხარ“ ჩვენი მთავარი გზავნილი გახდა და მას ჩვენს კომუნიკაციაში მუდმივად იხილავთ,“- აცხადებენ ალდაგში.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/yD4ntaZvqTk" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
R