ავტორი:

"ფაიზერი" საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს და გვიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე

"ფაიზერი" საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს და გვიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე

„ფაიზერი“ საუკეთესო ვაქცინაა, რაც კი ხელმისაწვდომია, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს - ყველა ვაქცინა გიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორ ის აღნიშნავს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების მეტი ინფორმირებაა საჭირო.

„ზოგადად, ინფორმირება საჭიროა, მეტად უნდა მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია, რომ „სინოფარმიც“ გიცავს, „სინოვაკიც“, ყველა ვაქცინა გიცავს. ყველა ვაქცინის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ის გიცავს მძიმე განვითარებისგან, სიკვდილისგან - ესაა მთავარი“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვებს, ჩხარტიშვილის აზრით „თუ რაიმე ქმედითი ღონისძებები არ გატარდა, გავრცელების იმ დონემდე მივალთ, როდესაც ჯანდაცვის სისტემა პაციენტების რაოდებობას ვეღარ გაუძლებს“. მისი შეფასებით, თავდაპირველად მთავრობის პოლიტიკა „ლოქდაუნთან“ დაკავშირებით ეფექტიანი იყო და ახლა ე.წ. შვედურ მოდელსა და მკაცრ შეზღუდვებს შორის ბალანსია მოსაძებნი.

„პირველი ტალღის დროს რეგულაციების მეშვეობით იყო შეკავების პოლიტიკა, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად სწორი. გაზაფხულზე „ლოქდაუნი“ საჭირო გახდა იმიტომ, რომ დავინახეთ, მოსახლეობა რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა. ყველაფერი გაკეთდა ეფექტიანად. როდესაც შეზღუდვები მოიხსნა, ზაფხულში ე.წ. შვედურ მოდელზე გადავედით, რაც მინიმალურ შეზღუდვებს გულისხმობდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში მინიმალური შემთხვევები იყო.

ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით - ან გვაქვს შვედური მოდელი, ან ძალიან მკაცრი შეზღუდვები, ბალანსია მოსაძებნი“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

"დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს" - ამირან გამყრელიძე

"გამოჩნდა ხო, რომ თურმე ღამე დადიოდა ვირუსი..." - პაატა იმნაძე

"ფაიზერის" 250 000 დოზა იქნება გამოტანილი სლოტად - გავხსნით 20-დღიანი ჯავშნების შესაძლებლობას - ტიკარაძის თქმით, საიტი გამართულად მუშაობს და შეფერხებას არ ელიან