ავტორი:

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ხელმძღვანელი, ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩემი სიტყვები სულელური იყო... ვნანობ"

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ხელმძღვანელი, ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩემი სიტყვები სულელური იყო... ვნანობ"

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ორგანიზატორი, კენტარო კობაიაში, შოუმდე ერთი დღით ადრე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მიზეზი კი 90-იან წლებში, 23 წლის წინ გადაღებული ვიდეოკადრებია, რომელიც ახლა გავრცელდა. როგორც BBC-ი წერს, ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ხუმრობს კენტარო კობაიაში ჰოლოკოსტის შესახებ.

  • ოლიმპიადის ხელმძღვანელი სეიკო ჰაშიმოტო ამბობს, რომ ვიდეოში კობაიაში დასცინოდა "ისტორიის მტკივნეულ ფაქტებს.“

კობაიაში, რომელიც ყოფილი კომიკოსია, აღნიშნული კადრების გამო მკაცრად გააკრიტიკეს. კადრებში ჩანს, რომ ის და კიდევ ერთი კომიკოსი ბავშვების გამრთობებად არიან წარმოდგენილნი და ჰოლოკოსტის თემაზე ხუმრობენ.

"არც ერთ ადამიანს, რა საქმიანობითაც უნდა იყოს ის დაკავებული, არ აქვს უფლება დასცინოს ნაცისტური გენოციდის მსხვერპლს“ - ამბობს გლობალური სოციალური ცენტრის დირექტორი, რაბი აბრაჰამი.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გავრცელდა კობაიაშის განცხადებაც - “მესმის რომ იმ დროს ჩემი სიტყვები სულელური და არასწორი იყო და ვნანობ ამას“, - აცხადებს ყოფილი კომიკოსი.

ცნობისთვის ტოკიოს ოლიმპიადა სტარტს 23 ივლისს აიღებს.