ავტორი:

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი კონფლიქტი იყო, რომელიც 1939-45 წლებში მიმდინარეობდა და საერთო ჯამში, 60 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.

საომარ მოქმედებებში მონაწილეობას თითქმის მთელი მსოფლიო იღებდა, სადაც ქვეყნები ორ მტრულ ბანაკად იყვნენ გაყოფილები. ომში ერთ მხარეს მოკავშირეებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა კავშირი და აშშ წარმოადგენდნენ. მათი მოწინააღმდეგეები კი ე.წ. „ღერძის ქვეყნები“ - ნაცისტური გერმანია, ფაშისტური იტალია და იაპონია იყვნენ.

მოკავშირეების გამარჯვებამ იაპონიისა და გერმანიის მსოფლიოზე გაბატონების გეგმა სამუდამოდ ჩაშალა და პლანეტას ორი ზესახელმწიფო- აშშ და საბჭოთა კავშირი მოევლინა.

მაგრამ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომი „ღერძის ქვეყნების“ გამარჯვებით რომ დასრულებულიყო?

ჰიტლერის გეგმა

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ნაცისტური გერმანიის ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ომში გამარჯვებას შეძლებდა. როგორც ცნობილია, საომარი მოქმედებების დაწყებამდე მას უკვე შემუშავებული ჰქონდა გეგმა იმის შესახებ თუ როგორი იქნებოდა მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სადაც გერმანია ზესახელმწიფო გახდებოდა და მოკავშირეებთან ერთად პლანეტას მართავდა.

ჰიტლერი გეგმავდა დაპყრობილი ერები მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა, რათა არ აჯანყებულიყვნენ. მათი ასიმილაცია "წმინდა სისხლის არეილებთან" სასტიკად აკრძალული იქნებოდა.

დაპყრობილ ერებს აეკრძალებოდათ: სწავლა, ჯარში სამსახური, მკურნალობა და თეატრში სიარული. ერთადერთი რის „ნებაც დართო“ ფიურერმა, ეს იყო მუსიკის მოსმენა, რადგან მის აზრით მუსიკა შრომის ნაყოფიერების გაზრდას უწყობდა ხელს.

„ჩვენი რკინის პრინციპი ამიერიდან სამუდამოდ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ არავინ, გარდა გერმანელებისა, არ უნდა ატაროს იარაღი. ეს არის მთავარი . მაშინაც კი, თუ ეს აუცილებელია, თავი უნდა შევიკავოთ მოვუწოდოთ დამორჩილებულ ხალხებს სამხედრო სამსახურში გაწვევა.“- აცხადებდა ის...წაიკითხეთ სრულად